|
1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2008 წ., №22, მუხ. 246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
ბრძანებულების მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „(ა. კვიტაშვილი)“; |
ბ)
ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ცენტრალური გამწვევი კომისიის წევრთა შემადგენლობას (დანართი N1) სიტყვების: „თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ირაკლი გეგეჭკორი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე“; |
გ)
ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ცენტრალური გამწვევი კომისიის წევრთა შემადგენლობაში (დანართი N1) თამარ სანიკიძის ნაცვლად შეყვანილ იქნეს ეკატერინე მაჩიტიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; |
დ)
ბრძანებულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში (დანართი №2) თემურ ლორთქიფანიძის ნაცვლად შეყვანილ იქნეს მანანა მშვენიერაძე - მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე; |
ე)
ბრძანებულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობიდან (დანართი №2) ამოღებულ იქნეს სიტყვები: „მანანა მშვენიერაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|