|
1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2000 წ., №73, მუხ. 685) მე-4 პუნქტით განსაზღვრულ იმ სამინისტროებისა და უწყებების ჩამონათვალში, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის სარგებ-ლობენ ოპერატიული და სპეციალური დანიშნულების ავტომანქანით (დანართი N2), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: |
ა)
მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“; |
ბ)
მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს; |
გ)
მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16-მე-18 პუნქტები:
„16. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 17. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო. 18. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|