|
,,პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, |
1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: |
ა)
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის N50 დადგენილება; |
ბ)
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის N51 დადგენილება; |
გ)
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის N52 დადგენილება. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|