„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 360160000.22.025.016028, 24/06/2011) დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს 11 და 12 პუნქტები:
„11. იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის დატვირთვის ან დამზადების ადგილიდან ხე-ტყის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისას არსებობს ხე-ტყის ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვის საჭიროება, ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის“ მე-6 გრაფაში სავალდებულოა ორივე სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების მითითება და ხე-ტყით მოსარგებლე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს წარუდგინოს იმ სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი (რომელიც დასტურდება ტყითმოსარგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემის ხელმოწერითა და მიმდინარე თარიღის მითითებით) რომელიც უზრუნველყოფს დანიშნულების ადგილამდე ხე-ტყის ტრანსპორტირებას.
12. ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის“ მე-8 გრაფაში მიეთითება ხე-ტყის გადამზიდავი იმ პირის რეკვიზიტები, რომელიც ხე-ტყის დატვირთვის ან დამზადების ადგილიდან ხე-ტყის მეორე სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვის ადგილამდე განახორციელებს ხე-ტყის ტრანსპორტირებას.“.
|