„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19.04.2012, 040030000.10.003.016814) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული:
1. „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის“ (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, ქონების საწყისი სარეალიზაციო/სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების №2 დანართის მე-3 გრაფით გათვალისწინებული პროცენტი გადაიხდება ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, ინტერნეტაუქციონის პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“.
2. ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის“ (დანართი №2) მესამე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„3
.
|
კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ინტერნეტაუქციონის ჩატარება
|
100 ლარი;
ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში ემატება ქონების საწყისი სარეალიზაციო/ სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების 1%
|
200 ლარი;
ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში ემატება ქონების საწყისი სარეალიზაციო/ სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების 1%
|
2 400 ლარი;
ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში ემატება ქონების საწყისი სარეალიზაციო/ სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების 1%“
|
|