|
,,ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №6–27 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №6–27 გადაწყვეტილებით (სსმ, ვებგვერდი, 110530031, 03/06/2011; სარეგისტრაციო კოდი 010250050.36.101.016046) დამტკიცებულ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში შევიდეს ცვლილება და მე–7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება შემდეგი პირების ინიციატივის შემთხვევაში: ა) საქართველოს პრეზიდენტის; ბ) ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის; გ) ქ. თბილისის საკრებულოს წევრთა ერთი მესამედის; დ) ქ. თბილისის მერის.". |
| მუხლი 2 |
|
გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|