|
,,ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის N2-12 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: |
1.
,,ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის №2-12 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) ახორციელებს კონტროლს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ან/და აგზავნის დანიშნულებისამებრ საკრებულოს ინფორმირებულობით.”; ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შემოწმების პერიოდი განისაზღვრება შესამოწმებელი საკითხის სირთულით, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. შემოწმების ვადის 2 კვირით გაგრძელების უფლებას იძლევა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რევიზორის (ან რევიზორების) მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენის შემდეგ”. |
2.
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|