|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №16 დადგენილებაში (სსმ III, 30/07/10, მუხ.24) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - წამყვანი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში’’. |
2.
მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 9. წამვანი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|