ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის №15 დადგენილებაში ,,სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-02
სარეგისტრაციო კოდი
330120020.35.167.016107
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის №15 დადგენილებაში ,,სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2013 წლის 23 აგვისტო

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის №15 დადგენილებაში ,,სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.  

შეტანილ იქნეს ცვლილება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის ,,სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ’’  №15 დადგენილების პრეამბულაში.


მუხლი 2.  

დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

   ,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის   46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:’’

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია