1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის №107/ნ ბრძანებით (სსმб 29.03.2007, №42б მუხ.487) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცენტრი ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს განახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, ხოლო „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით.“.
|