წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2018-07-27
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.016159
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ
(ძალადაკარგულია - 27.07.2018, №46)

                    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2013 წლის 22 აგვისტო

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდების ნუმერაცია (დანართი №1).
მუხლი 2
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ბეჭდით ამოწმებენ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოებულ დოკუმენტაციას.
მუხლი 3
ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშსწორების საბანკო ანგარიშზე ოპერაციათა წარმოებისას, აგრეთვე საბუღალტრო-სააღრიცხვო და საბიუჯეტო ანგარიშგების საფინანსო დოკუმენტაცია მოწმდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის №3 გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ბეჭდით.
მუხლი 4
  ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭედზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №37 დადგენილება (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.000194, თარიღი 12/08/2010).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარენოდარ კაპანაძე



დანართი №1

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 01.10.2014წ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდების ნუმერაცია

№1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

№2 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

№3 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.

№4 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

№5 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური.

№6 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის   სამსახური.

№7 (ამოღებულია - 30.01.2015, №9).

№8 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

№9 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.

№10 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების  მართვის სამსახური.

№11 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

№12 გეგუთის ადმინისტრაციული ერთეული.

№13 გვიშტიბის ადმინისტრაციული ერთეული.

№14 გუმბრის ადმინისტრაციული ერთეული.

№15 დღნორისის ადმინისტრაციული ერთეული.

№16 მაღლაკის ადმინისტრაციული ერთეული.

№17  მექვენის ადმინისტრაციული ერთეული.

№18 მუხიანის ადმინისტრაციული ერთეული.

№19  ოფურჩხეთის ადმინისტრაციული ერთეული.

№20 ოფშკვითის ადმინისტრაციული ერთეული.

№21 პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეული.

№22 რიონის ადმინისტრაციული ერთეული.

№23 საყულიის ადმინისტრაციული ერთეული.

№24 ფარცხანაყანევის ადმინისტრაციული ერთეული.

№25 ქვიტირის ადმინისტრაციული ერთეული.

№26 ცხუნკურის ადმინისტრაციული ერთეული.

№27  წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეული.

№28 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

№29  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური.

№30 ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეული.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 04.02.2015წ. 


კრებსითი — სრული ვერსია