|
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, ასევე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება, კანონიერების, მიზანშეწონილობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლა-შემოწმება.
2. რეკომენდაციების წარდგენა გამგეობის, ასევე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.
3. შესაბამის შემთხვევებში, გამგეობის, ასევე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი.
4. ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობისა და სიზუსტის შეფასება.
5. საარქივო მასალების, საქმისწარმოების დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციების ადეკვატურად დაცულობის შეფასება.
6. სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, რესურსების ხარჯვის, გამოყენების კანონიერების დაცვის, მიზნობრიობის, ეკონომიურობისა და შედეგიანობის შესწავლა და ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
7. სამსახურებრივი გადაცდომების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარება და სათანადო დასკვნების წარდგენა.
8. საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
9. გამგეობის, ასევე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.
10. შიდა აუდიტის ობიექტების ფუნქციონირებაში მოსალოდნელი დარღვევების პრევენციის ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
11. შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და შეფასება, მათი ფუნქციონირებისა და მათ საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ წერილობითი წინადადებების შემუშავება და განხილვა.
12. ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ წესებთან;
13. საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და ეფექტიანად გამოყენების შიდა აუდიტი და კონტროლი.
14. პრევენციული ან/და შემდგომი კონტროლის მეშვეობით აქტივებისა და სხვა რესურსების დაცვა ზიანისაგან, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს არასწორი მართვით, დაუსაბუთებელი ხარჯვისა და არაეფექტური, არაეკონომიური გამოყენებით, ასევე არამართლზომიერი და არამიზნობრივი ხარჯვით.
15. კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის მომზადება, რომელიც წარედგინება გამგებელს.
16. სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება.
17. სამსახურის საქმიანობის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.
18. შიდა აუდიტის ობიექტებში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.
19. შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობაში სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი.
20. შიდა აუდიტის ობიექტში დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი და უფლება-მოვალეობების შესრულების ანალიზი.
21. შიდა აუდიტის ობიექტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დაწესებულების ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
22. შიდა აუდიტის ობიექტის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების შემუშავება.
23. სამსახურის ცხელი ხაზის მომსახურება, ცხელი ხაზით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში.
24. კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად დასკვნის მომზადება, რომელიც წარედგინება გამგებელს.
25. სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გამგეობის შესაბამისი ერთეულებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
26. სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს გამგეობის, ასევე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
27. გამგეობის ცალკეული დავალებების შესრულება.
28. შიდა აუდიტის ობიექტებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
|