„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2462
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-15
სარეგისტრაციო კოდი
100.030.010.05.001.001.325
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ.182) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული უფლებები, წესები და მოთხოვნები მიეწოდება მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე.“.

2. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. მსჯავრდებულს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ან სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომები.“.

3. 95-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ნებისმიერი სახის უშიშროების ღონისძიების გამოყენების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობამ ამავე დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად უნდა ჩაატაროს პატიმრის სამედიცინო შემოწმება.“.

4. მე-100 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 20 ივნისი.

№2462-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია