მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
113/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2025-09-11
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016633
მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №113/ნ

2013 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების და ,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ც 2“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს მოსწავლის პირადი საქმის ფორმა ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესი“ ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მოსწავლის პირადი საქმის ფორმის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №06/ნ  ბრძანება. 
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია