საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
114/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2021-06-03
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016634
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №114/ნ

2013 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ც1“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის  ჟურნალის ფორმა :

ა) I-IV კლასებისათვის ამ ბრძანების დანართი 1 -ის შესაბამისად;

ბ) V-XII კლსებისათვის  ამ ბრძანების დანართის 2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №88/ნ ბრძანება. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე



 

 



კრებსითი — სრული ვერსია