საქართველოს კანონი
„საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 22.12.2006, მუხ. 331) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (პირადი შემადგენლობა) 2007 წელს: სულ 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) კაცი; აქედან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი – 32 000 კაცი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 14 სექტემბერი
№5322–IIს