„საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ივლისის №18/2013 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, 09/07/2013, 010240020.15.008.016085) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პრეზიდენტობის კანდიდატის ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)”.
|