|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებაში (გაზეთი ,,აჭარა” 06.04.2007წ., №54 (22.798), გვ.7-9) შეტანილი იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 40 (ორმოცი) საშტატო ერთეულით.” |
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (დ. ბალაძე) უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობის ასახვა. |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|