|
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.’’ |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი |
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ-პოლიტიკური ან იურიდიული სპეციალობით; |
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; |
გ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული; |
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის, სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა; |
ე)
სტრატეგიული დოკუმენტებისა და გეგმების შემუშავების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; |
ვ)
გარემოსდაცვვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) პრობლემების ცოდნა; |
ზ)
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა; |
თ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-კარგად, Power Point-ძალიან კარგად, Outlook-ძალიან კარგად) ცოდნა. |
მუხლი 2.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი |
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო, ტექნიკური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ან იურიდიული სპეციალობით; |
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; |
გ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული; |
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა; |
ე)
სამართლებრივი და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; |
ვ)
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა; |
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა; |
მუხლი 3.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი |
1.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ან საერთაშორისო მიმართულებით; |
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; |
გ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული; |
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა; |
ე)
უპირატესობა ენიჭება სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილებას; |
ვ)
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა; |
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა; |
2.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება მეტყევის სპეციალობას); |
ბ)
სატყეო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; |
გ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული; |
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა; |
ე)
უპირატესობა ენიჭება სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილებას; |
ვ)
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; |
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა;
|