საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის ხელმოწერილი საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
650
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-08-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-20
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016853
საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის ხელმოწერილი საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №650

2013 წლის 20 აგვისტო

ქ.თბილისი

 

საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის ხელმოწერილი საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2013 წლის 11 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმი“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია