|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაძლო საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურად ჩატარების მიზნით საქართველოს კანონის „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ მე-17 მუხლის ე) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს N415 ბრძანებულების „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად;
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული დებულება მოხალისე სამაშველო რაზმების შექმნის შესახებ. |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ვლადიმერ წიქორიძეს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს (ქ. ბაღდათის სამაგისტრო სასამართლო, მისამართზე ვაჟა-ფშაველას №7) ერთი თვის ვადაში. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მოხალისე-მაშველი რაზმის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
მოხალისე სამაშველო რაზმი – წარმოადგენს დამოუკიდებელი ძალებისა და საშუალებების ერთობლიობას, რომელიც განკუთვნილია საგანგებო სიტუაციების პრევენციულ და სალიკვიდაციო სამუშაოებში კონკრეტული დავალების შესასრულებლად. საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების რეაგირების ძალების მოსვლამდე. |
2.
სამაშველო სამუშაოები _ მიმართული მოქმედებანი ადამიანის სიცოცხლის და მატერიალურ-ფასეულობების გადარჩენისათვის საგანგებო სიტუაციების ზონაში, ასევე გატარებული პრევინციული ღონისძიებები საგანგებო სიტუაციების დადგომამდე,რომლებიც საჭიროებს სპეციალურ მომზადებას. |
მუხლი 2.
მოხალისე სამაშველო რაზმის ძირითადი პრინციპები |
1.
ჰუმანურობისა და ქველმოქმედების პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანების გადარჩენას, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას და დახმარებას. გარემოს დაცვა საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში. |
2.
საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების დროს რისკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპი. |
3.
მოხალისე სამაშველო რაზმების მუდმივი მზადყოფნის პრინციპი. ღომელიც ითვალისწინებს ოპერატიულად რეაგირებას საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საავარიო სამაშველო სამუშაოების წარმოების დროს. |
მუხლი 3.
მოხალისე - სამაშველო რაზმის ჩამოყალიბება |
1.
მოხალისეთა ფორმირებების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები. |
2.
მოხალისე მაშველი შეუძლია გახდეს საქართველოში მცხოვრები პირები 18 წლიდან, რომლებიც გაივლიან სპეციალურ მომზადებას, აქვთ შესაბამისი ჯანმრთელობა კონკრეტული საქმიანობისათვის. |
3.
მოხალისე სამაშველო რაზმის რიცხოვნება განისაზღვრება მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. |
4.
მოხალისე ფორმირებებში გაწევრიანება ნებაყოფლობითია. |
5.
მოხალისე ფორმირებების წევრთა სია მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ. |
6.
მოხალისე სამაშველო რაზმის წევრების საწყისი (საბაზისო) სწავლება ხორციელდება შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით რომელიც დამტკიცებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ. |
7.
მოხალისე ფორმირებები საქმიანობას ახორციელებენ ადგილობრივ თვითმმართველობის საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების დაქვემდებარებაში. |
მუხლი 4.
მოხალისე სამაშველო რაზმის მიზნები და ამოცანები |
1.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების რისკების შესახებ. |
2.
თემის მზადყოფნის უზრუნველყოფა მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის. |
3.
ადამიანების გადარჩენა, მათთვის დახმარების გაწევა. საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი სამუშაოების ჩატარება. უბედურების ზონიდან უსაფრთხო ადგილზე დაზარალებულების გადაყვანაში მონაწილეობის მიღება. |
მუხლი 5.
მოხალისე - სამაშველო რაზმის უფლება და მოვალეობა |
1.
მიიღოს სრულყოფილი და მართებული ინფორმაცია მათი წინაშე დასახული ამოცანების შესასრულებლად. |
2.
სრულყოს თავიანთი ჩვევები, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკული კუთხით. |
3.
მზად იყოს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად საგანგებო სიტუაციების დროს სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის. |
4.
შეისწავლოს სამაშველო ოპერაციებში მოქმედება. |
5.
აქტიურად ჩაებას საგანგებო სიტუაციების ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში. |
6.
აღმოუჩინოს პირველი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს. |
7.
იხელმძღვანელოს და იმოქმედოს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის ფარგლეფში. |
8.
უფლებამოსილია სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს საგანგებო სიტუაციების ზონაში მიმდინარე და შესასრულებული სამუშაოების შესახებ. |
9.
გამოიყენოს სამაშველო აღჭურვილობა და ტრანსპორტი. |
10.
საკუთრების ფორმის მიუხედავად მოითხოვოს უსაფრთხოების ზომების დაცვა საგანგებო სიტუაციების ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. |
მუხლი 6.
მოხალისე სამაშველო რაზმის საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვა |
1.
მოხალისე სამაშველო რაზმი საგანგებო სიტუაციების დროს მისი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან თავისი ხელმძღვანელის მითითების თანახმად. |
2.
მოხალისე სამაშველო რაზმი საგანგებო სიტუაციების დროს შეიძლება ჩართული იყოს საძიებო სამაშველო სამუშაოებში თავისი მომზადების დონის შესაბამისად. |
3.
მოხალისეები რომლებიც თავს გამოიჩენენ სამაშველო ოპერაციების შესრულების დროს წახალისდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელობის მიერ. |
4.
წახალისების ფორმა შიძლება იყოს: მადლობის სიგელი, ფულადი ჯილდო, ფასიანი საჩუქარი. |
5.
განსაკუთრებული ღვაწლისათვის, კატასტროფების დროს მამაცობისა და თავდადებისათვის შეიძლება წარდგენილ იქნან სახელმწიფო ჯილდოზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |