,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის № 25/ნ ბრძანებაში (
www.matsne.gov.ge, 24/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016064) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დირექტორობის მსურველთა გასაუბრებას ატარებენ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია/კომისიები.“.
|