„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-18
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.151.016131
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2013 წლის 15 აგვისტო

დაბა სტეფანწმინდა

 

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის № 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი  თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის ,43-ე მუხლის, მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის ,,ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის  2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს   თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის № 2 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/01/2013, 190040000.35.151.01.6116 ) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი №1  ჩამოყალიბდეს  თანდართული  რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 აგვისტოდან  წარმოშობილ  სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ალიბეგაშვილი



დანართი №1

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს   თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები


№

თანამდებობათა დასახელება

 

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

 

2650

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

 

1700

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

1350

4

საკრებულოს აპარატის უფროსი

 

1000

5

უმცროსი საჯარო თანამდებობა

მთავარი სპეციალისტი

 

560

6

 

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

 

790

 


კრებსითი — სრული ვერსია