ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2024-07-31
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.151.016130
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2013 წლის 15 აგვისტო

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „დ.ბ.“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 24.04.2020 წ.
 


მუხლი 1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მათი განაკვეთები სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 25000 ლარი;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარი;
3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 280 000 ლარი;

ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 280 000 ლარი;

გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 280 000 ლარი.

4. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
5. ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%.
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3000 ლარი;
7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 29.03.2017წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.06.2024წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 02.08.2024წ.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილება (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 30/12/2011  სარეგისტრაციოკოდი:  210020010.35.151.016076).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ალიბეგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია