საქართველოს კანონი
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ. 198) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6–მე-8 მუხლები ამოღებულ იქნეს.
2. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5297_რს