საქართველოს კანონი
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.227) მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის იმპორტი 2005 წლის 1 ოქტომბრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 6 ივნისი.
№2400–IIს