„მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებით (სსმ, 100090000.22.038.016022, 06.01.2011) დამტკიცებული წესის №1დ დანართის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.“;
ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.“.
|