„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
919-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-08-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-20
სარეგისტრაციო კოდი
120260020.05.001.017046
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის წინაპირობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილის გარდა, შესაძლებელია იყოს აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება. კონტრაქტის ხელმოწერაზე უარის თქმის ან კონკურსის გაუვლელობის შემთხვევაში პირი არ ჩაირიცხება სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნული პირის შესახებ ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 აგვისტო 2013 წ.

N919-რს

კრებსითი — სრული ვერსია