საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5289
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-07-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-27
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.003.018
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) მე-16 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლოს შენობაში, ასევე სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5289–რს

კრებსითი — სრული ვერსია