დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის N23 დადგენილებით დამტკიცებულ „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
39
მიმღები ორგანო
დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-08-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.152.016154
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის N23 დადგენილებით დამტკიცებულ „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №39

2013 წლის 9 აგვისტო

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №23 დადგენილებაში -„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება“  (სსმ. 19/06/2013. ს/კ010260020.35.152.016129) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 55. დებულების ამოქმედება

1. ეს დებულება, გარდა მისი მე-7, მე-12 მუხლებისა,  48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 55-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, ძალაშია გამოქვყნებისთანავე.

2. ამ დებულების მე-7, მე-12 მუხლები და 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამგეობის რეორგანიზაციის დასრულებისთანავე.

3. ამ დადგენილების 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.“

2. დებულების 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის რეორგანიზაცია განხორციელდეს ამ დებულების მე-7 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული სტუქტურის შესაბამისად, არა უგვიანეს 2014 წლის 1 იანვრისა.“

3. დებულების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმები ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.“

4. დებულების 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  2014 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულია:

ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.635;

ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №26 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.636;

გ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №30 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.640;

გ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბერის №50 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.016.014;

დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №34 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.644;

ე) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის ჯანმრთელობისა და ცოცილური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №33 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.643 ;

ვ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილება ს/კ010.260.020.35.152.000.642 

ზ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის №52 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.016.016 ;

თ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №31 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.641;

ი) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №28 დადგენილება ს/კ010.260020.35.152.000.638 ;

კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №27 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.637;

ლ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №35 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.645“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეივერი ჯიქურაული

კრებსითი — სრული ვერსია