აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
136
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2017-01-11
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016047
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
[(ძალადაკარგულია - 11.01.2017, №1) (ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან)]

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №136

2013 წლის 22 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 და 35-ე მუხლების და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე - 2 პუნქტის ,,ზ“ და ,,კ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება თანახმად №1 დანართისა;
ბ) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულება თანახმად №2 დანართისა;
გ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების  დეპარტამენტის დებულება თანახმად  №3 დანართისა;
დ) იურიდიული დეპარტამენტის დებულება თანახმად №4 დანართისა;
ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება თანახმად №5 დანართისა;
ვ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის დებულება თანახმად №6 დანართისა;
ზ) საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის დებულება თანახმად N7 დანართისა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის №01-06/44 ბრძანება (გაზეთი ,,აჭარა”, 20.06.2007, №93 (22.837).
3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრიზაურ ფუტკარაძე



დანართი №1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

 

მუხლი 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.

 

მუხლი 3
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

თავი II
დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 4
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს სამუშაო გეგმის შედგენისა და დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და შემდგომში მისი შესრულების კონტროლი;
დ) მინისტრის სათათბირო ორგანოს - სათათბირო საბჭოს მუშაობის, თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;  
ვ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების, მათ შორის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების კოორდინაცია;
ზ) სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამის დაწესებულებებში;  
თ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, პრესკონფერენციების და ბრიფინგების ორგანიზება;
თ1) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ2) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
თ3) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
თ4)  სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი;
ი) სამინისტროს სისტემაში საკადრო საქმის ორგანიზება;
კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, მათი ატესტაციისა და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსების გამართვის, მათი მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; 
ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შემოსული კორესპონდენციების ანალიზი, განხილვა და შემსრულებლისთვის მიწოდება;
მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა;
ნ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გაწეულ მუშაობაზე ინფორმაციების შეგროვების ორგანიზება;
ო) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; 
პ) სამინისტროში ჩატარებული ქონების ინვენტარიზაციის საკითხებში მონაწილეობა;
ჟ) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა;
რ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა, მათი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და ავტომატიზებული სისტემით მომსახურება;
ტ) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო სისუფთავისა და სანიტარული წესრიგის დაცვა;
უ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ფ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.


თავი III
დეპარტამენტის  სტრუქტურა

მუხლი 5
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) საქმისწარმოების განყოფილება; 
ბ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
გ) სამეურნეო განყოფილება.

 

მუხლი 6
საქმისწარმოების განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია:
ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად, დოკუმენტებზე მუშაობისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია, ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული ნებისმიერი დოკუმენტაციის რეგისტრაცია, შემოსული დოკუმენტაციის დროული განხილვის, განაწილების ორგანიზაცია, დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მისი გაფორმებისა და შესრულების რეგულირება;
გ) სამინისტროში შემოსული წერილების, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების აღრიცხვა, დასმული პრობლემების თემატური ანალიზი;
დ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია;
ვ) სამინისტროს სამუშაო გეგმის შედგენისა და დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და შემდგომში მისი შესრულების კონტროლი;
ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაციების შეგროვებისა და დამუშავების ორგანიზება;     
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა;
ი) სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის ადრესატებისათვის დაგზავნის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ანალიზის მომზადება;
ლ) დადგენილი წესით სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, საჭიროებისამებრ შესაბამისი ჩანაწერები შრომის წიგნაკებში შეტანა, აგრეთვე მოსამსახურეთა ნამსახურობის ნუსხის წარმოება;
მ) დადგენილი წესის შესაბამისად, ნომენკლატურის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების ღონისძიებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ნ) სამინისტროში გამართული თათბირების ოქმების შედგენა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და ავტომატიზებული სისტემით მომსახურება;
პ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ჟ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

 

მუხლი 7
სახელმწიფო შესყიდვების  განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია:
ა) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, სამინისტროს წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-კორექტირებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის (სსიპ - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენის)  უზრუნველყოფა;    
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების, მათ შორის წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, შესყიდვის ობიექტების, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო მოცულობების, მახასიათებლების, სავარაუდო ფასებისა და შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადების განსაზღვრის უზრუნველყოფა;        
დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე  შესყიდვის საშუალებების შერჩევისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებისა და  დადების უზრუნველყოფა;
ე) ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;
ვ) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის უზრუნველყოფა, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, მასალების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის;
ზ) სამინისტროს პროგრამების, ქვეპროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამისი კომისიების შექმნისა და ქვეპროგრამების სამოქმედო გეგმების შესრულების კონტროლის   კოორდინაცია;

თ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება და შესაბამის დაწესებულებაში წარდგენის უზრუნველყოფა;
ი) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების (სტატუსის) განთავსების (მინიჭების) უზრუნველყოფა;
კ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ლ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

 

მუხლი 8
 სამეურნეო განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია:
ა) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა, მათი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროში ჩატარებული ქონების ინვენტარიზაციის საკითხებში მონაწილეობა;
დ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობაში სათანადო სისუფთავისა და სანიტარული წესრიგის დაცვა;
ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ვ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ზ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

 


თავი IV
დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 9
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;
ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფების შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 

მუხლი 91. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს  ჰყავს  მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ახორციელებს სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.


მუხლი 10
1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში  მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზე.

 

მუხლი 11
დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:
ა) ასრულებენ დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

 



დანართი №2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულება


თავი I
 ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  

 

მუხლი 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.

 

მუხლი 3
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

თავი II
დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 4
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) რეგიონის აგროსამრეწველო და სასურსათო სფეროში ერთიანი სახე­ლმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მისი განხო­რციელების ხელ­შეწყობა და კოორდინაცია, სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებისა და მიმა­რთულებების განსაზღვრა;
ბ) ეროვნულ ტრადიციებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრ­დნ­ო­ბით აგრარული რეფორმის განხორციელებისათვის ხელშე­წყო­ბა, სასო­ფლო-­სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
გ) მიწის კონსოლიდაციის და რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ორგანიზების ხელშეწყობა;
დ) მემცენარეობისა და მეთესლეობის, აგროქიმიისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სფეროების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;
ე) სანაშენე, სანერგე, სელექციის, მეთესლეობის, ჯიშთა გამოცდისა და მცე­­ნა­რეთა დაცვის, სამელიორაციო, ვეტერინარული, აგროსაინჟინრო, ტექ­ნი­კური და სხვა სახის მომსახურების სტიმულირებისა და განვითარების ხელშეწყობა; 
ვ) სანაშენე მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა;
ზ) ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი;
თ) სოფლის მეურნეობაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარ­მოე­ბის ხელშეწყობა;
ი) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალი­ზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობა;
კ) სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში, მისი განხორციელების კონტროლში, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასებასა და ანალიზში, კრიზისული მდგომარეობის მართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
მ) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოებისათვის ხელშეწყობა;
ნ) სასურსათო ჯაჭვთან (წარმოება, დამუშავება, განაწილება, შეფუთვა, შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია და საზოგადოებრივი კვება) დაკა­ვში­რებული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, აღნიშნული პოლი­ტიკის განხორციელების ორგანიზება და კოორდინირება;
ო) რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სფეროების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;
პ) აგროსაინჟინრო, ტექ­ნი­კური და სხვა სახის მომსახურების სტიმულირებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ჟ) დარგების მიხედვით მიზნობრივი პროგრამებისა და  პროექტების შემუშავება და მათი გან­ხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ჟ1) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;
რ) სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაციის ხელშეწყობა;
ს) შიდა ბაზრის სურსათით გაჯერების, სამამულო პროდუქციის კონკურე­ნ­ტუნარიანობის გაზრდის, საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების, საგა­რეო ბაზარზე მყარი პოზიციების მოპოვების ხელშეწყობა;
ტ) (ამოღებულია - 30.03.2015, №39);
უ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორ­მაციის მოპოვება და ანალიზი;
ფ) (ამოღებულია - 30.03.2015, №39);
ქ) სა­კა­რანტინო ორგანიზმების შემოღწევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გან­ხორციელების ორგანიზება;
ღ) პესტიციდების, აგროქიმიკატების საჭიროების პროგნოზირება და მათი მიწოდება-გა­მოყენების ხელშეწყობა;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრისა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის – აგროსერვისცენტრის საქმიანობის კოორდინირება ;
შ) სურსათის ხარისხის მონიტორინგის სფეროში დასაქმებულ სამსა­ხურებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, ლა­ბო­­რატორიებთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ჩ) აგრო-სასურსათო პროდუქციის მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინტე­რესების დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში ხელშეწყობა;
ც) აგროსასურსათო სექტორში დასაქმებული მეურნე-სუბიექტების სამეც­ნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვა­ლიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ძ) სურსათის წარმოების სფეროში საერთაშორისო სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან ეროვნული სტანდარტების და ტექნიკური რეგლ­ა­მენტების ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
წ) აგროსასურსათო სექტორის რეფორმის სამართლებრივი ბაზის ჩამო­ყალიბების მიზნით კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექ­ტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ჭ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ხ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 201 4 წლის 23 იანვრის ბრძანება № 7 – ვებგვერდი, 23.01.2014წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.


თავი III
დეპარტამენტის  სტრუქტურა

მუხლი 5
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილება;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და რეფორმების განყოფილება;
გ) (ამოღებულია - 30.03.2015, №39);

გ1) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

მუხლი 6
სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;  
ბ) მიწის კონსოლიდაციის და  რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ორგანიზების ხელშეწყობა;
გ) მემცენარეობის, მეთესლეობისა და აგროქიმიის სფეროების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;
დ) სანაშენე მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა;
ე) სანაშენე, სანერგე, სელექციის, მეთესლეობის, ჯიშთა გამოცდისა და მცე­­ნა­რეთა დაცვის, სამელიორაციო, ვეტერინარული და სხვა სახის მომსახურების სტიმულირებისა და განვითარების ხელშეწყობა; 
ვ) ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ვეტერინარული,  ფიტ­ოსა­ნ­ი­­ტარული და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მისაღწევად სახე­ლ­მწიფო  პო­ლი­ტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარ­მოე­ბის ხელშეწყობა;
თ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება-რეალი­ზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობა;
ი) სოფლის მეურნეობის ძირითადი მიმართულებების პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათ განხორციელებასა და კონტროლში მონაწილეობის მიღება; სამინისტროს სტრატეგიული ხასიათის პროგრამებისა და მოქმედებათა გეგმების შესრულების ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ანალიზის საფუძველზე სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის განსახორციელებელი დარგობრივი რეფორმების შესახებ წინადადებების წარდგენა და კოორდინაცია;
კ) ექსპორტზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და მათი საერ­თაშორისო ბაზრებზე რეალიზაციის საქმეში ხელშეწყობა;
ლ) აგროსასურსათო სექტორში დასაქმებული მეურნე-სუბიექტების სამეც­ნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვა­ლიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
მ) სა­კა­რანტინო ორგანიზმების შემოღწევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გან­ხორციელების ორგანიზება;
ნ) პესტიციდების, აგროქიმიკატების საჭიროების პროგნოზირება და მათი მიწოდება-გა­მოყენების ხელშეწყობა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრისა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის – აგროსერვისცენტრისაგან სისტემატური ინფორმაციის მიღება , ანალიზი და რეაგირება ;
პ) აგროსასურსათო სექტორის რეფორმის სამართლებრივი ბაზის ჩამო­ყალიბების მიზნით კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექ­ტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
რ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 201 4 წლის 23 იანვრის ბრძანება № 7 – ვებგვერდი, 23.01.2014წ.

 

მუხლი 7
სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და რეფორმების განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია:
ა) აგრარულ სექტორში წამყვანი საზღვარგარეთის ქვეყნების გამო­ცდილების გაზიარება, ეროვნული ტრადიციებისა და რეგიონალური მახასიათებლების გათვალ­ისწინებით ინტეგრირების ხელშეწყობა;
ბ) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოებისათვის ხელშეწყობა;
გ) სასურსათო ჯაჭვთან (წარმოება, დამუშავება, განაწილება, შეფუთვა, შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია და საზოგადოებრივი კვება) დაკა­ვში­რებული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, აღნიშნული პოლი­ტიკის განხორციელების ორგანიზება და კოორდინირება;
დ) სურსათის უვნებლობის სფეროში მეწარმეებთან, მომხმარებლებთან და მასმედიასთან თანამშრომლობა, კონფერენციებსა და სემინა­რებში აქტ­იური მონა­წილეობა;
ე) სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში, მისი განხორციელების კონტროლში, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასებასა და ანალიზში, კრიზისული მდგომარეობის მართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სფეროების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;

თ) აგროსაინჟინრო, ტექ­ნი­კური და სხვა სახის მომსახურების სტიმულირებისა და განვითარების ხელშეწყობა; 
ი) ადგილობრივი სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით საერ­თაშორისო და ადგილობრივ  ღონისძიებებში - გამოფენა-ბაზრობებში კვების მრეწველობის საწარმოთა მონაწი­ლეობისათვის  ხელ­შეწყობა;
კ) ექსპორტზე ორიენტირებული კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის  პროდუქციის წარმოების და მათი საერ­თაშორისო ბაზრებზე რეალიზაციის საქმეში ხელშეწყობა;
ლ) სასურსათო პროდუქციის მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინტე­რესების დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში ხელშეწყობა;
მ) სურსათის წარმოების სფეროში საერთაშორისო სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან ეროვნული სტანდარტების და ტექნიკური რეგლ­ა­მენტების ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ნ) საერთაშორისოდ აღიარებული ტექნიკური რეგლამენტების სურ­სათის მწა­რმოებელ საწარმოებში დანერგვის ხელშეწყობა;
ო) აგროსასურსათო სექტორის რეფორმის სამართლებრივი ბაზის ჩამო­ყალიბების მიზნით კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექ­ტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
პ) აგრარული რეფორმების განხორციელების და სოფლის მეურნეობის პრო­­დ­უქციის კერძო მწარმოებელთა ფართო ფენის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;
ჟ) აგროსამრეწველო და სასურსათო სექტორში კერძო ბიზნესის განვითარებისათვის საი­ნვესტიციო პროექტებზე ინვესტორებთან მუშაობის ხელშეწყობა;
რ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორ­მაციის მოპოვება და ანალიზი;
ს) აგროსამრეწველო სექტორში მომუშავე საერთაშორისო ორგა­ნიზაციებისა და საერთაშორისო პროგრამების საქმიანობაზე ინფორმაციის მოკვლევა და კონ­ტაქტის დამყარება;
ტ) აგროსამრეწველო სექტორში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საქა­რთველოში აკრედიტირებულ უცხოეთის საელჩოებისა და უცხოეთში აკრე­დიტ­ი­რებულ საქართველოს საელჩოების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის დამყარება; 
უ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრისა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის – აგროსერვისცენტრისაგან სისტემატური ინფორმაციის მიღება , ანალიზი და რეაგირება ;
ფ) სოფლის მეურნეობის ძირითადი მიმართულებების პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათ განხორციელებასა და კონტროლში მონაწილეობის მიღება; სამინისტროს სტრატეგიული ხასიათის პროგრამებისა და მოქმედებათა გეგმების შესრულების ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ანალიზის საფუძველზე სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის განსახორციელებელი დარგობრივი რეფორმების შესახებ წინადადებების წარდგენა და კოორდინაცია; 
ქ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ღ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 201 4 წლის 23 იანვრის ბრძანება № 7 – ვებგვერდი, 23.01.2014წ.

 

მუხლი 8. (ამოღებულია)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 23 იანვრის ბრძანება №7 – ვებგვერდი, 23.01.2014წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.


მუხლი 81
დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია:
ა) სამინისტროს ურთიერთობების წარმართვის ხელშეწყობა  დონორ და უცხოეთის სახელმწიფო ორგანიზაციებთან;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;
გ) სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე დონორებთან თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის  შეხვედრებისა  და ვიზიტებისათვის საჭირო სასაუბრო და  ანალიტიკური მასალების მომზადება;
ე) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების სამინისტროში ვიზიტებისათვის, ასევე, უცხოეთში სამინისტროს წარმომადგენლების/რეგიონის სპეციალისტების ვიზიტების პროგრამების შედგენა და კოორდინაცია;
ვ) ადგილობრივი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისათვის მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება, დაგეგმილი გამოფენების და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების შესახებ ადგილობრივი მწარმოებლების ინფორმირებულობისა და ადგილობრივი მეწარმეებისათვის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
ზ) სოფლის მეურნეობის სფეროში დონორი  ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული პროექტების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და სისტემატიური განახლება;
თ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.


თავი IV
დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 9
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;
ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 

მუხლი 10
1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში  მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზე.

 

მუხლი 11
დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:
ა) ასრულებენ დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;
ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

 

 



დანართი №3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების  დეპარტამენტის დებულება


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  

 

მუხლი 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.

 

მუხლი 3
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

თავი II
დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 4
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ბ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მიერ წარმოდ­გენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი; 
გ) ფულადი სახსრების ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ ფასეუ­ლობათა შეფასება, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა;
დ) სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა რესურსების ხარჯვისა და განკარგვის კანონიერების,  მიზნობრიობისა და ეფექტიანობის კონტროლი;
ე) სამინისტროს აპარატისა და ნაერთი კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა;
ვ) ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ვადებში შესაბამის დაწესებულებებში წარდგენა;
ზ) სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯებესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება; 
თ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ხარჯების მიზნობრიობის დამადასტურებელი აუცილებელი დოკუმენტაციის დეპარტამენტში მიღება და დაფინანსების ორგანიზება;
ი) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
კ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

 

მუხლი 5
თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) დადგენილ ვადებში და ფორმით მოითხოვოს და დაამუშაოს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების წლიური და კვარტალური ანგარიშები;
ბ) კოორდინაცია და მეთოდური დახმარება გაუწიოს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების  საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურებს;
გ) დადგენილ ვადებში და ფორმით წარუდგენს წლიურ და კვარტალურ ანგარიშებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურს;
დ) შეამოწმოს სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან წარმოდგენილი წლიური და კვარტალური ანგარიშების სისწორე, სახელმწიფო ქონების დაცვის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების მდგომარეობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და  ამოცანების შესრულების  მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.

 


თავი III
დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 6
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში და აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეს;
დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;
ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,მოსამსახურის წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის თანამშრომელი.

 

მუხლი 7
დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე:
ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

 



დანართი №4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის დებულება


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული   დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  

 

მუხლი 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.

 

მუხლი 3
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

თავი II
დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 4
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექ­ტების შემუშავება; 
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფა უპირატესი ნორმატიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
დ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის  ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება;
ე) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში; 
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმი­ანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
თ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

 

მუხლი 5
თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და მინისტრის ნორმატიული ხასიათის ბრძანებების პროექტები;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მინისტრს წინადადებები ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
გ) მოამზადოს ინდივივიდუალურ-სამართლებრივი აქტები და მოახდინოს მათი ვიზირება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 
დ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები; საქართველოს კანონმდებლობასთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან მათი შესაბამისობის კუთხით;
ე) დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, მათ შორის სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა და მათი თანამშრომლებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ახსნა-განმარტებები და ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის პირველადი დოკუმენტები;
ვ) სათანადო მინდობილობის საფუძველზე წარმოადგინოს სამინისტრო ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და  ამოცანების შესრულების  მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. 

თავი III
დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 6
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში და აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეს;
დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;
ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის მოსამსახურის წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით;
ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; 
მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 
3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის თანამშრომელი.

 

მუხლი 7
დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე:
ა) ასრულებს დეპარტამენტის  უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.


დანართი №5

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს
შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის ფუნქციებს წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერებისა და გამჭვირვალობის  პრინციპებით.
4. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
5. კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
6. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების,  სტანდარტების  და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.


მუხლი 2. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
1. დეპარტამენტი ახორციელებს დამოუკიდებელ და ობიექტურ საქმიანობას, შედეგად აანალიზებს და აფასებს სამინისტროს სისტემაში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების  ეფექტური  შესრულებას და შედეგად სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების დასახული მიზნების მიღწევას.
2. დეპარტამენტის ამოცანას წარმოადგენს, მინისტრი უზრუნველყოს ინფორმაციით სამინისტროს სისტემაში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.


მუხლი 3
სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მათი მიზნების მიღწევის ხელშეწყობის მიზნით, დეპარტამენტის ამოცანებსა და ფუნქციებს წარმოადგნს:
ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება;
დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შეახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

მუხლი 4. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
1. სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.
2. შიდა აუდიტის ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედებების განხორციელებისას სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა.
3. სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლი ვალდებულია ითანამშრომლოს შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყოს მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.


მუხლი 5. დეპარტამენტის მოვალეობანი
1. დეპარტამენტი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.
2. შიდა აუდიტის განხრციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.
3. უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.


მუხლი 6. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის  წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს  დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს  დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ დაწესებულების შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ე) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ვ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის  სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
თ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
კ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
ლ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;
მ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას.
ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;
ო) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
პ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ჟ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
რ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;
ს) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ტ) ასრულებს მინისტრის  ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
უ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.


მუხლი 7. ანგარიშგება
1. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესს, მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.
3. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები - შეთანხმებულად.
4. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილში ასახავს არგუმენტებს ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.
5. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.
6. შიდა აუდიტის დეპარტამენტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და შიდა აუდიტის ობიექტის მიერ  წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად უგზავნის მინისტრს.
7. თუ შიდა აუდიტის დეპარტამენტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს უგზავნის მინისტრს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
8. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელიც  წარედგინება მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.


მუხლი 8. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და  შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლობა ასევე მოიცავს კომუნიკაციას შიდა აუდიტის დაგეგმვის პროცესში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.



დანართი №6

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის დებულება


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის  შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  

 

მუხლი 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს სამსახურის მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.

 

მუხლი 3
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

თავი II
სამსახურის  ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 4
სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განსაზღვრა;
ბ) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;
გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების ერთიანი ბიუჯეტების პროექტის შემუშავება და შესაბამის დაწესებულებებში დროული წარდგენა;
დ) სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებისა და წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად მართვის უზრუნველყოფა;
ე) საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა;
ვ) ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის  დაწესებულებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემის დაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება;
თ) სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება;
კ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამის დაწესებულებებში;
ლ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება და წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში;
მ) სამსახურში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ნ) საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

 

მუხლი 5
თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

თავი III
სამსახურის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 6
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში და აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეს;
დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;
ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,მოსამსახურის წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით;
ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებენ ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
3. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული სამსახურის  თანამშრომელი.

 

მუხლი 7
სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე:
ა) ასრულებს სამსახურის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.


დანართი №7

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის
სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის დებულება
 

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის  შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 
მუხლი 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 3
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

თავი II
დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 4
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ინფორმაციის შეგროვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ;
ბ) სამეურნეო წლის განმავლობაში ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
გ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით სავარაუდო მოსავლის წინას¬წარი განსაზღვრა, ოპერატიული ინფორმაციის მიღება-დამუშავება;
დ)სამინისტროს მიერ განსახორციელებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შერჩევაში, შემუშავებაში, განხორციელებასა და კონტროლში აქტიური მონაწილეობა,  კონ¬სულტაციის გაცემა და მონიტორინგი;
ე) რეგიონში, აგროსექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, ანალიზი და სამინისტროს ხელმძღანელობისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მათ შორის: განსახორციელებელი  პროგრამებისა და ქვეპროგრამების თაობაზე; საკანონმდებლო ინიციატივებზე;   საინვესტიციო პროექტებზე და სხვა;
ვ) ადგილობრივ ბაზარზე  სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების, ასევე წარმოების საშუალებების ღირებულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება-ანალიზი;
ზ) შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების დინამიკის თაობაზე (განვლილი პერიოდის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე) ინფორმაციის მომზადება;
თ) სასოფლო-სამეურნეო სასაწყობო და გადამამუშავებელი საწარმოების არსებული პოტენციალის შესწავლა მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი წარმოების პროდუქტების  მიხედვით;
ი) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სოფლის მეურნეობაში მოქმედი სამართლებრივი და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ დაინტერესებული პი¬რების ინფორმირება;
კ) სამინისტროს პოლიტიკის, პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ მოსახ-ლეობის დროული ინფორმირება;
ლ) სოფლის მეურნეობის სფეროში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს დროული ინფორმირება;
მ) მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ეკონომიკური შეფასება (გამოყენებული წარმოების საშუალებებზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით) და დაინტერესებული პირებისათვის რეკომენ¬და¬ცი¬ე¬ბის გაცემა;
ნ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
ო) ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მათი სპეციფიკაციის მიხედვით დაინტერესებული პირები-სათ¬ვის  კონსულტაციების გაწევა;
პ)სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიახლეებზე, ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მათი რაციონალური გამოყენების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის  ინფორმაციის მიწოდება;
ჟ)ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული პირებისათვის მათი გამოყენების მართებული მეთო¬დების შეთავაზება;
რ)მოსავლის აღებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ტექნიკური ღონის-ძიებებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ დაინტერესებული პირები-სათ¬ვის  კონსულტაციების გაწევა;
ს) აღებული მოსავლის შენახვის პირობების და ვადების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის  რეკომენდაციების გაწევა;
ტ)ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია მათი დანერგვის მიზნით;
უ) მერძეული და მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა და წვრილფეხა პი¬რუტყ-ვის პროდუქტიულობის მაჩვენებლის ზრდის და სტაბილურად შენარჩუნების მიზნით საკვები რაციონის შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
ფ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით წლის განმავლობაში აუცილებელი ვეტერინარული და სანიტარიული ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირე-ბისათ¬ვის  კონსულტაციების გაწევა;
ქ) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინტერესებული პირები¬სათ¬ვის კონსულტაციიების გაწევა;
ღ) სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან,  საერთა-შორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ექსტენციის ცენტრებთან აქტიური თანამშ-რომ¬ლობა;
ყ) სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგა-ნიზება;
შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  სტიქიური მოვლენების  შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და კოორდინირებული საქმიანობა;
ც) საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგა-ნიზება და კოორდინაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ-სებულ  მუნიციპალიტეტებსა და ქ. ბათუმში;
ძ) კომპენტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
წ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ჭ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი III
დეპარტამენტის  სტრუქტურა

მუხლი 5
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
 ა) ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო  განყოფილება;
 ბ) ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო  განყოფილება;
 გ) ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო  განყოფილება;
 დ) შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო  განყოფილება;
 ე) ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო  განყოფილება;
 ვ) რეგიონალური განვითარების  ანალიტიკის განყოფილება.
მუხლი 6
1.ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილება წარმოადგენს დეპარტამენტს  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქ. ბათუმის მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილება - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქ. ბათუმის აეროპორტის, კახაბრის, ბათუმის სამრეწველო, გონიო -კვარიათისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ხოლო ქედის, შუახევისა და ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებები შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე.
2. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და  ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო  განყოფილებების (შემდგომში - საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებები)  ძირითადი უფლება-მოვალეობებია:
ა) ინფორმაციის შეგროვება სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ;
ბ) სამეურნეო წლის განმავლობაში სამოქმედო ტერიტორიაზე ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
გ) სამოქმედო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით სავარაუდო მოსავლის წინას¬წარი განსაზღვრა, ოპერატიული ინფორმაციის მიღება-დამუშავება;
დ) სამინისტროს მიერ განსახორციელებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების  შერჩევაში, შემუშავებაში, განხორციელებასა და კონტროლში აქტიური მონაწილეობა,  კონ¬სულტაციების გაწევა და მონიტორინგი;
ე) სამინისტროს პოლიტიკის, პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ მოსახ-ლეობის დროული ინფორმირება;
ვ)პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების პროცესში წარმოქმნილი ხელშემშლელი გარემოებების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების დროული წარდგენა;
ზ) სამოქმედო ტერიტორიაზე, აგროსექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მათ შორის: განსახორციელებელი  პროგრამებისა და ქვეპროგრამების თაობაზე; საკანონმდებლო ინიციატივებზე;   საინვესტიციო პროექტებზე და სხვა;
თ) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ადგილობრივ ბაზარზე  სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების, ასევე წარმოების საშუალებების ღირებულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება-ანალიზი;
ი)სამოქმედო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სასაწყობო და გადამამუშავებელი საწარმოების არსებული პოტენციალის შესწავლა მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი წარმოების პროდუქტების  მიხედვით;
კ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სოფლის მეურნეობაში მოქმედი სამართლებრივი და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ დაინტერესებული პი¬რების ინფორმირება;
ლ) სოფლის მეურნეობის სფეროში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს დროული ინფორმირება;
მ) მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ეკონომიკური შეფასება (გამოყენებული წარმოების საშუალებებზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით) და დაინტერესებული პირებისათვის რეკომენ¬და¬ცი¬ე¬ბის გაცემა;
ნ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშებსა და მათ შედეგიანობაზე დაინტერესებული პირების ინფორმირება;
ო) სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია, დანერგვის ხელშეწყობა და კონსულტაციების გაწევა;
პ) სასოფლო-სამეურნეო კულტურებში გავრცელებულ და პოტენციურად გავრცელებად მავნებელ-დაავადებებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისა და პევენციულ ღონისძიებებზე დაინტერესებული პირების ინფორმირება;
ჟ) ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული პირებისათვის მათი გამოყენების მართებული მეთო¬დების შეთავაზება;
რ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიახლეებზე, ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მათი რაციონალური გამოყენების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის  ინფორმაციის მიწოდება;
ს) ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მათი სპეციფიკაციის მიხედვით დაინტერესებული პირები-სათ¬ვის  კონსულტაციების გაწევა;
ტ) მოსავლის აღებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ტექნიკური ღონის-ძიებებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ დაინტერესებული პირები-სათ¬ვის  კონსულტაციების გაწევა;
უ) აღებული მოსავლის შენახვის პირობების და ვადების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის  რეკომენდაციების გაწევა;
ფ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მაღალპროდუქტიული ჯიშების უპირატესობებზე კონსულტაციების გაწევა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია მათი დანერგვის მიზნით;
ქ) სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა მაღალპროდუქტიულ ჯიშებსა და მათ შედეგიანობაზე დაინტერესებული პირების ინფორმირება;
ღ) მერძეული და მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა და წვრილფეხა პი¬რუტყ-ვის პროდუქტიულობის მაჩვენებლის ზრდის და სტაბილურად შენარჩუნების მიზნით საკვები რაციონის შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
ყ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით წლის განმავლობაში აუცილებელი ვეტერინარული და სანიტარიული ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირე-ბისათ¬ვის  კონსულტაციების გაწევა;
შ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა საკვებწარმოების მეთოდებზე კონსულტაციების გაწევა. 
 ჩ) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინტერესებული პირები¬სათ-ვის კონსულტაციების გაწევა;
ც) სახელმწიფო, ავტონომიური, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საერთა¬შორისო დონორი ორგანიზაციების  მიერ აგროსექტორიში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება;
ძ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო ტერიტორიაზე სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა;                     
წ) სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან,  საერთა¬შორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ექსტენციის ცენტრებთან აქტიური თანამშ¬რომ-ლობა;
ჭ) სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგა-ნიზებაში მონაწილეობა;
ხ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  სტიქიური მოვლენების  შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება;
ჯ) კომპენტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;     
ჰ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;     
ჰ1) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.
მუხლი 7
რეგიონალური განვითარების ანალიტიკის განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია:
ა) სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ბ) სამინისტროს ინფორმაციული საჭიროებებისა და მოთხოვნების შესწავლა, შედეგების ანალიზი და საჭირო ინფორმაციის მომზადება;
გ) საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებებიდან პირველადი ოპერატიული მონაცემების შეკრება და მათი ანალიზი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება;
ე) სამეურნეო წლის განმავლობაში ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ვ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავარაუდო მოსავლის თაობაზე  ინფორმაციის მიღება-დამუშავება;
ზ) სოფლის მეურნეობის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების მიმდინარეობის ხელშეწყობა, ინფორმაციული უზრუნველყოფა, შეფასება, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
თ) შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების დინამიკის თაობაზე (განვლილი პერიოდის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე) ინფორმაციის მომზადება;
ი) სოფლის მეურნეობის სფეროში  მოზიდული და დაგეგმილი ინვესტიციების ანალიზი;
კ) მსოფლიოში აპრობირებული სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების გაზრდისა და  პოპულარიზაციის მიზნით; 
ლ) ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროექტების ინიციირება და მათი შედეგების ანალიზი;
მ) აგროსამრეწველო და სასურსათო სექტორში არასახელმწიფო სტრუქტურების  ჩამოყალბების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი და შესაბამისი წინადადების მომზადება;  
ნ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და აღნიშნული საქმიანობის კოორდინაცია და რეკომენდაციების მომზადება;
ო)სამინისტროს მიერ განსახორციელებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შერჩევაში, შემუშავებაში, განხორციელებასა და კონტროლში აქტიური მონაწილეობა;
პ) კომპენტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;     
ჟ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;     
რ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი IV
დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 8
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ)წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;
ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ)ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ)წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით;
ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ)შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
3.დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 9
1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ)ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში  მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზე.
მუხლი 10
დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:
ა) ასრულებენ დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;
ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.


კრებსითი — სრული ვერსია