„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №1-1/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/199
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-02
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.024.016287
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №1-1/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/199

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №1-1/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის   დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №1-1/13 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული  ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის   დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:

 

ა)  პირველი პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,ა) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა.ა) აკადემიური უმაღლესი განათლება (სასურველია არქიტექტორის, ინჟინერ-მშენებლის ან სამართალმცოდნეობის სპეციალობით);

ა.ბ) 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება სამშენებლო ან სივრცითი დაგეგმარების სფეროში. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;

ა.გ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

ა.დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;“;

 

 

ბ) მე-2 პუნქტის ,,ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა.ა) აკადემიური უმაღლესი განათლება (სასურველია არქიტექტორის, ინჟინერ-მშენებლის ან სამართალმცოდნეობის სპეციალობით);

ა.ბ) 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება სამშენებლო ან სივრცითი დაგეგმარების სფეროში. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;

ა.გ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

ა.დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;“.

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია