|
„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში |
1.დებულების მე-7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7.გამგეობის შემადგენლობა და ხელმძღვანელობა 1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგებელი. 2. გამგებელს ჰყავს მოადგილეები და ერთი თანაშემწე. მოადგილეების და თანაშემწის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით. 2. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ლ) შიდა აუდიტის სამსახური; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|