|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 332-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2013 წლის 31 დეკემბრამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილისა) დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 24 ივლისი 2013 წ. N848-რს |