„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენა

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
181
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-25
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017348
„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 181

2013 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს  მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2012, 470230000.10.003.017163) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე‑2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) „სოფლის ექიმის“ პროგრამის „სამედიცინო მომსახურება სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში“ კომპონენტის ფარგლებში სამეგრელო–ზემო სვანეთის მაღალმთიან სოფლებში, კერძოდ, ჭუბერისა და უშგულის ტერიტორიულ ერთეულებში ამბულატორიული მომსახურებისა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით კომპონენტის ფარგლებში არსებულ მიმწოდებლებს დაემატოს შპს „ჭუბერი‑უშგულის სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურება“  და თვის ლიმიტი განისაზღვროს 14 504 ლარით;“. 

მუხლი 2
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია