„ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესის, ავტორიზაციის პროცედურები და ავტორიზაციის საფასურის დამტკიცების შესახებ“ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 07/02/2013; სარეგისტრაციო კოდი: 010320000.59.071.016002) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. აპლიკანტი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ჩაატაროს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორის უსაფრთხოების შემოწმება, თუ ამგვარი შემოწმება მოითხოვება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, ან თუ ამგვარი შემოწმება აუცილებელია აუდიტის ჩატარებისათვის.“.
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო ამოწმებს აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და ავტორიზაციის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აპლიკანტი ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორის კომპეტენციის შეფასების საფუძველზე, რომელიც მოწმდება წარმოდგენილი სერტიფიკატებისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით.“.
|