„მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
196
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-31
სარეგისტრაციო კოდი
100090000.22.038.016203
„მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №196

2013 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებით (სსმ, 100090000.22.038.016022, 06.01.2011) დამტკიცებული წესის:
1. დანართი №1ბ-ს მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში).“;

2. დანართი №1ბ-ს მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.“;

3. დანართი №1ბ-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი:

„21. რუკები (კონკრეტული  ტერიტორიული ერთეულის ან/და ქალაქის ტოპოგრაფიული რუკების გარდა).“;

4. დანართი №1დ-ს მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, დაშლილ მდგომარეობაში ან/და კუსტარულად დამზადებული ერთჯერადი სამართებელი გადაკეთებული მჩხვლეტავ ან ბასრ საგნად.“;

5. დანართი №1დ-ს მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. კომპასები.“;

6. დანართი №1დ-ს მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. საღებავები და კოპირების ქაღალდები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია