ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულის სოფლების ქუჩების სახელდებების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2015-07-03
სარეგისტრაციო კოდი
330090020.35.140.016067
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულის სოფლების ქუჩების სახელდებების დამტკიცების შესახებ
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2013 წლის 24 ივლისი

დ. ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულის სოფლების ქუჩების სახელდებების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის 2013 წლის 18 ივნისის №13 დასკვნის საფუძველზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის ქუჩების დასახელებები (დანართი №1).

 

მუხლი 2
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტოლოშის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ხერთვისის ქუჩების   დასახელებები (დანართი №2).

 

მუხლი 3
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ივერიის ქუჩების დასახელებები (დანართი №3).
მუხლი 4
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე



დანართი №1
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის ქუჩების დასახელება

1. №1 ქუჩას ეწოდოს ,,მესხეთის’’ სახელი;

2. №2 ქუჩას ეწოდოს ,,მეფე თამარის’’ სახელი;

3. №3 ქუჩას ეწოდოს ,,რუსთაველის’’ სახელი;

4. №4 ქუჩას ეწოდოს ,,ვენახის’’ სახელი;

5. №5 ქუჩას ეწოდოს ,,ასპინძის’’ სახელი;

6. №6 ქუჩას ეწოდოს ,,სანაპიროს’’ სახელი;

7. №7 ქუჩას ეწოდოს ,მეფე დავით აღმაშენებლის’’ სახელი.“.

8. №8  ქუჩას ეწოდოს ,,ვარძიის’’ სახელი;

9. №9 ქუჩას ეწოდოს ,,ილია ჭავჭავაძის’’ სახელი;

10. №10 ქუჩას ეწოდოს ,, დედაენის’’ სახელი;

11. №11 ქუჩას ეწოდოს ,,გიორგი სააკაძის’’ სახელი;

12. №12 ქუჩას ეწოდოს ,,იაკობ გოგებაშვილი’’ სახელი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 08.07.2015წ.


დანართი №2
ასპინძის მუნიციპალიტეტის  ტოლოშის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ხერთვისის ქუჩების დასახელება

1. №1 ქუჩას ეწოდოს ,,მეფე თამარის’’ სახელი;

2. №2 ქუჩას ეწოდოს ,,წმინდა ნინოს’’ სახელი;

3. №3 ქუჩას ეწოდოს ,,ჯავახეთის’’ სახელი;

4. №4 ქუჩას ეწოდოს ,,ნიკო ფიროსმანის’’ სახელი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 08.07.2015წ.


დანართი №3
ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ივერიის  ქუჩების დასახელება

1. №1 ქუჩას ეწოდოს ,,ვარძიის’’ სახელი;

2. №2 ქუჩას ეწოდოს ,,ილია ჭავჭავაძის’’ სახელი;

3. №3 ქუჩას ეწოდოს ,,მესხეთის’’ სახელი;

4. №4 ქუჩას ეწოდოს ,,მეფე თამარის’’ სახელი;

5. №5 ქუჩას ეწოდოს ,,რუსთაველის’’ სახელი;

6. №6 ქუჩას ეწოდოს ,,ფრიდონ ხალვაშის’’ სახელი;

7. №7 ქუჩას ეწოდოს ,,ასპინძის’’ სახელი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 08.07.2015წ.

 


კრებსითი — სრული ვერსია