საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
573
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-07-12
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-15
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016835
საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №573

2013 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 29 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია