„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01/412
მიმღები ორგანო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-11
სარეგისტრაციო კოდი
040040040.22.055.016030
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/412

2013 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:


მუხლი 1
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N4 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სათათბიროს დებულებას  (სსმ III, 2001 წ., N18, მუხლი  158) დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. სათათბიროს წევრები პროექტებს განიხილავენ ექვსი ძირითადი შეფასების კრიტერიუმის შესაბამისად:

ა) განმცხადებლის რესურსი და მოტივაცია;

ბ) პროექტის შესაბამისობა დასაფინანსებელ პრიორიტეტებთან და პრობლემის აქტუალურობა;

გ) პროექტის მიზნებისა და განხორციელების გზების ეფექტურობა;

დ) პროექტის ბიუჯეტის ადეკვატურობა;

ე) პროექტის შედეგზე ორიენტირებულობა;

ვ) სათათბიროსთან არსებული კომისიების დარგობრივი ექსპერტების რეკომენდაცია“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი

კრებსითი — სრული ვერსია