„საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2166
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-04
სარეგისტრაციო კოდი
120.150.000.05.001.001.249
„საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ.82) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შეიტანონ ცვლილებანი სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;“.

2. მე-11 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები როგორც საქართველოს ფარგლებიდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2166_ IIს

კრებსითი — სრული ვერსია