„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 150211, 15/02/2011, 040110030.22.024.016035) დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება და მე-2 მუხლის 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს 13 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„13. თუ სახელმწიფო ქონების შეძენით, სარგებლობის უფლების მიღებით ან მართვის უფლების მიღებით დაინტერესებულ მა პირ მა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, მე-2 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს”.
|