1. პრეზიდენტობის კანდიდატის ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი . განცხადებაში მითითებული უნდა იყოს წარმომადგენლის სახელი , გვარი , საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ( საქართველოს მოქალაქის პასპორტი ) ნომერი , მისამართი , საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ).
2. ყველა სხვა დონის საარჩევნო კომისიებში პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მისი წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში უნდა აღინიშნოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 21 აგვისტოს დადგენილება
№31 -
ვებგვერდი, 22.08.2013წ.
|