|
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №380 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №380 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №90, მუხ. 964) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების: |
ა)
მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. განსაკუთრებული შემთხვევები - „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ყულევის ნავსადგურის ფუნქციონირებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ნაოსნობა, მათ შორის, ფსკერდამაღრმავებელი და გრუნტის საყრელი საქმიანობის ჩათვლით.“; |
ბ)
მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. ყოფილი ნაღმსაშიში რაიონები ყოფილი ნაღმსაშიში რაიონები და საზღვრები
შენიშვნა: ფრჩხილებში მითითებული საზღვაო რაიონების ნომრები რაიონის ძველი ნომერია, მაგ.: „1 (32)“, სადაც: 1 არის რაიონის ახალი ნომერი, (32) – რაიონის ძველი ნომერი.“; |
გ)
დებულების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. ამოღებული გრუნტის საყრელი რაიონები
|
დ)
21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნაოსნობისათვის აკრძალული რაიონები და საზღვრები:
|
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|