„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანების (სსმ, 12.11.2007, №159, მუხ. 1758) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 44-ე პუნქტი:
„44. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ “ საქართველოს კანონის 51 მუხლის შესაბამისად, დევნილის ყოველთვიური შემწეობის შეჩერების, შეწყვეტის და აღდგენის შემთხვევებში, მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ცვლილების ასახვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტი, რის თაობაზეც სათანადო ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ მიეწოდება მინისტრს.“.
|