„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
787
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
120.260.040.05.001.003.369
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დახურულ სამხედრო გარნიზონებსა და ცალკეულ სამხედრო ნაწილებში, სამხედრო-საჰაერო, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და ზოგიერთი სხვა კატეგორიის სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სპეციალური დანიშნულების რაზმებში, აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№787–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია