საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის N3/164 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
03/100
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-02
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის N3/164 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის

მინისტრის ბრძანება № 03/100

2013 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის № 3/164 ბრძანების დანართი № 1-ში და დანართ № 2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად,
  ვბრძანებ:

1. „ქ. ქუთაისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის № 3/164 ბრძანების დანართ № 1 და დანართ № 2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დანართ №1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 157 – „სოლომონ I ქ. № 33”, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „სოლომონ I ქ. № 31”, შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართი № 2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ ძეგლის სააღრიცხვო ბარათში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: „სოლომონ I ქ. № 33” შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „სოლომონ I ქ. № 31” და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
      3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



   ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. № 7).

 

 მინისტრი                                                                            მირიანე ოდიშარია

 

                                                                                                                                         დანართი

 

 

 

 

  სოლომონ   I    ქ .  № 31

 

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო

ბარათი №

1. სახელწოდება – საცხოვრებელი სახლი

2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. ქუთაისი, სოლომონ I-ის

 ქ. № 31

3. სახეობა – არქიტექტურის

4. თარიღი – 1910 წელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია