,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
687
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-02
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016198
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №687

2013 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებით (სსმ III, 24.06.2009Б N77Б მუხ. 838) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

 ,,ი) ჯარებში ჯანსაღი მორალურ–ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფორმირების და შენარჩუნების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში.”.

2. მე-6 მუხლს დაემატოს ,,ყ”, ,,შ”, ,,ჩ”  ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ყ) სამხედრო მოსამსახურეებში სამსახურისადმი სოციალურ–ფსიქოლოგიურ დამოკიდებულების და პოზიტიური განწყობის ფორმირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

შ) ჯარების მორალური მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება და იმპლემენტაციის ზედამხედველობა;

 ჩ) მეთაურის თანაშემწეთა მუშაობის კოორდინირება და სამხედრო მოძღვართა (კაპელანთა) ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა.”.

3. მე-13 მუხლს დაემატოს ,,ვ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: 

,,ვ) ჯარების მორალურ–ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველო.”.

4. მე-14 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რდაქციით:

,,6. ჯარების მორალურ–ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველო, მასში შემავალი ჯარების სოციალურ–ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განყოფილების და ჯარების მორალური მხარდაჭერის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:

ა) სამხედრო მოსამსახურეების ინდივიდუალურ–ფსიქოლოგიური თვისებების, ქვედანაყოფებში სოციალურ–ფსიქოლოგიური პროცესებისა და მოვლენების შესწავლა/ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) ქვედანაყოფებში ჯანსაღი მორალურ–ფსიქოლოგიური მდგომარეობის  ფორმირებას და შენარჩუნების ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირად შემადგენლობის ფსიქოლოგიურ კონსულტირებას და ფსიქოკორექციულ მუშაობას. ასევე მათი ოჯახის წევრებთან პერიოდული შეხვედრების ორგანიზება/ჩატარებას;

დ) სამეთაურო რგოლთან ტრენინგების ორგანიზება/ ჩატარებას;

 ე) საბრძოლო  მომზადების და სწავლებების პროცესში პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მზაობის შესწავლა/ანალიზს. ამ პროცესების ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

ვ) რეკრუტების პიროვნული თავისებურებების შესწავლას და მათი რაციონალურად გადანაწილების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

ზ) პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მახასიათებლების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას;

თ) ჯარების მორალური მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებას და იმპლემენტაციის ზედამხედველობას;

 ი) საკუთარი ძალების ნეგატიური საინფორმაციო ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით შესაბამისი თემატიკის განსაზღვრა/დამუშავებას, ქვედანაყოფებში დაგზავნას და აღსრულებაზე კონტროლს;

კ) მეთაურის თანაშემწეთა მუშაობის კოორდინირებას და სამხედრო მოძღვართა (კაპელანთა) ინსტიტუტებთან აქტიურ თანამშრომლობას;

ლ) პირად შემადგენლობასთან და მათი ოჯახის წევრებთან კულტურულ–შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში;

 მ) სამხედრო მოსამსახურეებში სამსახურისადმი სოციალურ–ფსიქოლოგიურ დამოკიდებულების და პოზიტიური განწყობის ფორმირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

 ნ) სუიციდის რისკის და სოციალურ–ფსიქოლოგიური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად  მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებას;

 ო) ფსიქოდიაგნოსტიკური სამუშაოს ჩატარებას სამშვიდობო მისიაში წარსაგზავნ სამხედრო მოსამსახურეებთან, ზემდგომ ხელმძღვანელობასთან რეკომენდაციების წარდგენას, აგრეთვე სამეთაურო რგოლთან ფსიქოლოგიური ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა უნარ–ჩვევების განვითარების მიზნით;

 პ) სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის კვლევას და  მათთან ფსიქოკორექციული ღონისძიებების გატარებას;

ჟ) ზედამხედველობს ჯარებში სახელმწიფოებრივი მომზადებისა და საინფორმაციო საათის მიმდინარეობას, კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 3 ივლისიდან.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე

კრებსითი — სრული ვერსია