„ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის №43 დადგენილებაში(სსმ, 03.08.2012 წ.) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილების 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. მიწის (საფლავის გამოყოფის) საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდეს ზემოდან დაკრძალვა (არსებულ საფლავზე განმეორებით დაკრძალვა), თუ გარდაცვლილი არის პირველად დაკრძალულის კანონისმიერი მემკვიდრე (მიუხედავად მემკვიდრეობის რიგითობისა). ამ შემთხვევაში კანონისმიერი მემკვიდრეობა დგინდება დაბადების მოწმობის, პირადობის მოწმობის ასლით ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტებით.“.
|