„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01/379
მიმღები ორგანო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-02
სარეგისტრაციო კოდი
040040040.22.055.016028
„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/379

2013 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001წ, N18, მუხლი 156) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების  მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. პროგრამების პროექტში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) პროექტის განმახორციელებელი პირების (პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის კოორდინატორი, ფინანსური მენეჯერი) შესახებ მონაცემები (cv);

ბ) პრობლემის განსაზღვრა;

გ) პროექტის მიზანი;

დ) მოსალოდნელი შედეგები;

ე) ზუსტად ფორმულირებული და დაანგარიშებული ბიუჯეტი;

ვ) დროში ეტაპობრივად გაწერილი სამუშაო გრაფიკი;

ზ) პროექტის შესახებ ორი სარეკომენდაციო წერილი;

თ) მეწარმეთა და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების   რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით:

თ.ა) ორგანიზაციის სახელწოდება; 

თ.ბ) ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი;

თ.გ) ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი და გვარი.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „81“ პუნქტი:

„81. ამ დებულების მე-8 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტაციის სრულად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ორგანიზაციის საკონკურსო განაცხადი არ მიიღება.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი

კრებსითი — სრული ვერსია